მალაიზიაში წყალდიდობის გამო 100 000 ადამიანია ევაკუირებული

  მალაიზიაში უძლიერესი წყალდიდობის შედეგად 100 000 ადამიანია ევაკუირებული. ამის შესახებ სააგენტო „Bernama“ იუწყება. სტიქიამ 5 შტატი დააზარალა. ყველაზე რთულ სიტუაციაში კელატანის და ფაჰანგის შტატები აღმოჩნდნენ. იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა იქ 35 000 გადააჭარბა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნაჯიბ ტუნ რაზაკის ბრძანებით დაზარალებულთათვის დახმარება გაიზრდება. გარდა ამისა, ხელისუფლებამ სიტუაცია მაქსიმალურად უნდა აკონტროლოს. მაშველები ხანდახან ვერ ახერხებენ ევაკუაცია დროულად განახორციელონ, რადგან ზოგიერთი დასახლებული პუნქტი წყალდიდობის გამო მიუღწეველი აღმოჩნდა.
ცნობისთვის, მალაიზიის ფინანსთა სამინისტრომ დაზარალებულთა დასახმარებლად 14 მილიონი დოლარი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები