Visa–მ ყირიმში არსებულ რუსულ ბანკებს მომსახურება შეუწყვიტა
საერთაშორისო გადახდის სისტემა Visa–მ ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებულ ყველა რუსულ ბანკს თავისი მომსახურება შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას „Банки.ру“ ავრცელებს. გადახდის სისტემის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Visa თავის მომსამხურებას 19 დეკემბერს ყირიმის მიმართ ბარაკ ობამას ხელმოწერილი სანქციის გამო წყვეტს.
გარდა ამისა საბანკო პლასტიკური ბარათების ლიდერი აცხადებს, რომ შეზღუდვა შენარჩუნდება მანამ, სანამ ყირიმის მიმართ სანქციები არ იქნება მოხსნილი.