კადიროვი: ჩეჩნეთს და საქართველოს სარკინიგზო და საავტომობილო გზები დააკავშირებს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო მიმოსვლაზე ისაუბრა. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „იტარ–ტასი“ ავრცელებს.
კადიროვის თქმით, ჩეჩნეთის რესპუბლიკას და საქართველოს სარკინიგზო და საავტომობილო გზები დააკავშირებს.
„ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო გზა ავაგოთ. ამჟამად ამაზე ხელისუფლება მუშაობს“, – განაცხადა კადიროვმა გროზნოში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კადიროვმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ყველაფერი დალაგდება და საქართველოში ჩასვლა პირდაპირ იქნება შესაძლებელი. კადიროვმა ეს განცხადება გროზნოში, სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის გამართულ 2014 წლის შემაჯამაბელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები