კიევმა ყირიმის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლა აკრძალა
დღეიდან უკრაინის მატერიკული ტერიტორიიდან ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკამდე საავტომობილო გადაზიდვები და ავტობუსებით მიმოსვლა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის სარკინიგზო ტრანსპორტის სახელმწიფო ადმინისტრაცია („Укрзализныця“) 27 დეკემბრიდან სარკინიგზო მიმოსვლის შეზღუდვას განახორციელებს.
ხვალინდელი დღიდან მატარებლები ყირიმის მიმართულებით მხოლოდ სადგურ ნოვოალექსეევკამდე და ხერსონამდე იმოძრავებენ. სარკინიგზო მისმოსვლის შეზღუდვის მიზეზად ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოების ზომები სახელდება.