რუსეთმა აგრესიის საპასუხოდ შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს (ვიდეო)
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალი სამხედრო დოქტრინა დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობას და მოქალაქეთა სიმშვიდეს უზრუნველყოფს. პუტინის განცხადებით, დოკუმენტი თავდაცვითი ხასიათისაა. მისი მიღება, პირველ რიგში, რუსეთისთვის გაჩენილ ახალ საფრთხეებს უკავშირდება. მათ უკრაინაში განვითარებული მოვლენები და აფრიკის ჩრდილოეთის, სირიის, ერაყის და ავღანეთის სიტუაცია განაპირობებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ნატოს ძალისმიერი პოტენციალის გაზრდაა.
კერძოდ, ახალ დოქტრინაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის, ან მეკავშირეების წინააღმდეგ გამოყენებული ბირთვული, ან ნებისმიერი სხვა იარაღის შემთხვევაში მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს.
ახალ დოქტრინაში პუტინმა ახალი ტერმინი „არაბირთვული შეკავება“ შეიტანა.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ „არაბირთვული შეკავება“ საერთო დანიშნულების ძალების საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე შენარჩუნებას ნიშნავს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=xfjPex0IsP0″ width=”560″ height=”315″]