რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში: ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პროცესი შესაძლოა, დაჩქარდეს

მოსკოვი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცედურა შესაძლოა, დაჩქარდეს. უკრაინაში უცხოური ჯარების განთავსების შესაძლებლობა ახლაც არსებობს, – განაცხადა ნატოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში ალექსანდრე გრუშკომ.
„საუბარი იმაზე არ არის, რამდენად გრძელვადიანი იქნება ეს პროცესი. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ნატოში გარკვეული კრიტერიუმები არსებობს, რომლებიც უნდა შესრულდეს – ეს შიდა კონფლიქტების, მეზობლებთან რაიმე ტერიტორიული კამათის არ არსებობის საკითხია. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ნატოში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. ჩვენ ასევე ის ვიცით, რომ თუ ნატოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ, პროცედურა, შესაძლოა, დაჩქარდეს“, – განაცხადა გრუშკომ „რია ნოვოსტის“ მიერ ორგანიზებული ტელეხიდის მსვლელობისას“.
მან ასევე აღნიშნა, რომ უცხოური ჯარების განთავსების საშუალება უკრაინის ტერიტორიაზე არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები