გერაშენკო: ტიმოშენკოს ფრაქცია „ბაბა-იაგას“ მსგავსად იქცევა
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ იულია ტიმოშენკოს ფრაქცია ზღაპრის გმირს შეადარა. ჩინოვნიკის თქმით, ევროპულ კოალიციაში ტიმოშენკოს ბლოკის წარმომადგენლები იქცევიან ისე, როგორც „ბაბა-იაგა“, – მუდმივად „წინააღმდეგ“. გარდა ამისა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოლიტიკოსმა პარტიული კავშირიდან ფრაქციის შესაძლო გარიცხვის შესახებაც განაცხადა.
გერაშენკოს თქმით, იულია ტიმოშენკოს ბლოკის ფრაქცია უკრაინის მთავრობის მიერ შეთავაზებულ კანონებზე კენჭისყრას სისტემატურად აფერხებს.
„თუ ტიმოშენკოს ბლოკის მიერ მთავრობის კანონების წინააღმდეგ ასეთი ერთსულოვანი ხმის მიცემა გაგრძელდება, ფრაქციას შევთავაზებ, ტიმოშენკოს ბლოკის ევროპული უკრაინის კოალიციიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღოს“, – დაწერა გერაშენკომ.
„რა აზრი აქვს ჩავთვალოთ, რომ ტიმოშენკოს ბლოკი კოალიციის რეალური წევრია, თუ ეს ფრაქცია იქცევა მულტფილმის გმირი „ბაბა-იაგასავით“, რომელიც მუდმივად წინააღმდეგი იყო?“, – განაცხადა გერაშენკომ.