ლევან იზორიამ საქართველო-სომხეთის შეთანხმების დოკუმენტი რატიფიკაციისთვის პარლამენტს წარუდგინა

 

შინაგან საქმეთა მინისრტის მოადგილემ ლევან იზორიამ საქართველოსა და სომხეთს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტი რატიფიკაციისთვის პარლამენტს წარუდგინა.
შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო-სომხეთს შორის შეთანხმებას ხელი 2014 წლის 19 ივნისს მოეწერა.
„შეთანხმება ითვალისწინებს საიდუმლო ტიპის ინფორმაციის გაცვლას და დაცვას, თუ რა არხებით და საშუალებებით შეიძლება ამ ინფორმაციის გაცვლა. ადგენს კლასიფიკაციას და ითვალისწინებს თითოეული ქვეყნის კანონმდებლობას იმ თვალსაზრისით, რაც საიდუმლოების კატეგორიასთან არის დაკავშირებული. ის საკმაოდ კარგ საფუძველს იძლევა, მათ შორის ოპერატიულ დონეზე სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის კუთხითაც“, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები