ზურაბ აბაშიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ზნეობა მაშინ არ უნდა მოგაგონდეს კაცს, როდესაც ოპოზიციაში გადადიხარ

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგნლების მიერ საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შესაძლო შეხვედრის თაობაზე გაკეთებული კომენტარები შეაფას. როგორ ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტები ჰქონდა და ის ფაქტორი, რომ აფხაზეთში 90-იან წლებში ეთნიკური წმენდა ჩატარდა, მათ ამაში ხელს არ უშლიდა.
„მოდით, კონსულტაციებს გავივლი მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იმიტომ, რომ წინა წელისუფლება სისტემატურად ხვდებოდა ბატონ პუტინსაც და რუსეთის ხელისუფლებასაც მოსკოვში. 90-იან წლებში ეთნიკური წმენდა ჩატარდა აფხაზეთში, ამის შესახებ, მე მგონი, წინა ხელისუფლებამ იცოდა, და თუ არ უნდოდა რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტები, არ უნდა შეხვედროდა. ზნეობა მაშინ არ უნდა მოგაგონდეს კაცს, როდესაც ოპოზიციაში გადადიხარ“, -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები