რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული ორი ქართველი გაათავისუფლეს
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ „ცხელი ხაზის“ საშუალებით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, რუსი ოკუპანტების მიერ, 20 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ კირბალთან, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ვასილ ხიდაშელი გაათავისუფლეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლების აქტიური მოლაპარაკების შედეგად, ასევე გათავისუფლდა 24 დეკემბერს სოფელ ახმაჯთან ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ასევე უკანონოდ დაკავებული, ახალგორის მაცხოვრებელი ანზორ ხუციშვილი.