ჟირინოვსკი: უკრაინელებო – №1 მტრებო, ჯანდაბამდე გზა გქონიათ! (ვიდეო)

უკრაინისა და უკრაინელების მიმართ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ, ერთ-ერთი უკრაინული არხის ეთერში რუსმა ოდიოზურმა პოლიტიკოსმა, დონბასში მოქმედი ტერორისტების სპონსორმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა.
„უკრაინული ერი დღეს რომ იბადებოდეს საკუთარ მიწაზე, სიტყვას არ ვიტყოდი. ლვოვმა, ივანო-ფრანკოვსკმა, ტერნოპოლმა – დაე, იცხოვრონ, ეს ნამდვილად უკრაინული ეროვნული სახელმწიფოა, მაგრამ როდესაც რუსულ მიწას თელავთ, რუსულ სისხლს ღვრით და ამბობთ, რომ ამ დროს უკრაინული ნაცია იბადება – ეს ამაზრზენია“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ გადაცემაში: „ვეჩერ ს ვლადიმირომ სოლოვიოვიმ“, – უკრაინელი პოლიტიკოსის ოქსანა კალეტნიკის უკრაინაში ეროვნული თვითიდენტიფიკაციის შესახებ რეპლიკაზე საპასუხოდ.
„და ახლა რუსულ სისხლს ღვრით და ამბობთ, ვითომ მოძმე ერები ვართო. არ ხართ მოძმე ერი. თქვენ დღეს №1 მტრები ხართ! პრობლემა ერთია: დაგვიბრუნეთ რუსული მიწები და ჩვენ თქვენ სამუდამოდ დაგივიწყებთ. ჯანდაბამდე გზა გქონიათ!“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.
ამავე გადაცემაში სიტყვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც გამოვიდა.
„უკრაინის და რუსეთის გაყრა არ შეიძლება. ჩვენ საუკუნეებით, ისტორიით, ეკონომიკით, გეოგრაფიით, კულტურით, ცივილიზაციის ფასეულობებით ვართ დაკავშირებულები“, – განაცხადა ლავროვმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=yutsr4QK7Po” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები