დავით უსუფაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე ნაჩქარევად არ იმსჯელონ




   “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა შალვა შავგულიძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კომისიის დაკომპლექტების საკითხი დააყენა და მოითხოვა, რომ საპროცედური საკითხთა კომიტეტმა მასზე მსჯელობა დღესვე დაიწყოს. შავგულიძის განცხადებით, აუცილებელია კომისიის დროულად დაკომპლექტება, რათა საყდრისზე მიდინარე სამუშაოების კანონიერება დადგინდეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კი დეპუტატებს მოუწოდა, საყდრისის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე ნაჩქარევად არ იმსჯელონ.
,,ამ საკითხს რეალისტურად შევხედოთ. საკითხს 76 ხმა სჭირდება, გუშინ კი, წინადადებამ 58 ხმა მიიღო. თუ განცდა, პირობა და იმედი გაქვთ, რომ მხარდამჭერთა რიცხვი მოიმატებს, მაშინ კი ბატონო, ამას ვერავინ დაგიშლით, მაგრამ დაფიქრდით, შედეგი ასეთი თუ იქნება”, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები