„რა განსხვავებაა სირიაში და უკრაინაში გადასულ ქართველ მეომრებს შორის? – ორივე კრიმინალად ითვლება“

ექსპერტი არჩილ გამზარდია იურისტებს ერთი შეკითხვით მიმართავს. ექსპერტს აინტერესებს, თუ „რა განსხვავებაა სირიაში და უკრაინაში გადასულ ქართველ მეომრებს შორის?“ გამზარდია მიიჩნევს, რომ კანონის ენაზე ორივე კრიმინალად ითვლება.
„ამიხსნას ვინმემ, განსაკუთრებით იურისტებმა, კანონის ენაზე, რა განსხვავებაა სირიაში გადასულ ქართველ მეომრებსა და უკრაინაში გადასულ ქართველ მეომრებს შორის? პათეტიკური პასუხები არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს კანონის ენაზე… ჩვენ ხომ სამართლებრივ სახელმწიფოს ვქმნით.
ერთი ვიცი, რომ კანონის ენაზე, ორივე კრიმინალად ითვლება და ისჯება 4-დან 6 წლამდე, ეს საერთო ნიშანი უფროა. მე განსხვავება მაინტერესებს“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები