არჩილ გამზარდია: დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც “მტრის” კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად

ექსპერტი არჩილ გამზარდია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება. ექსპერტი ყურადღებას სწორედ იმ კითხვაზე ამახვილებს, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოს მტერი. ექსპერტს მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეკითხვა დემაგოგიურია და მეტი არაფერი.
„პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშროების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა.
დემაგოგიურ შეკითხვაზე: “არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი”, სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც “მტრის” კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე… უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია “მტრის” , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ.? ვინმემ დამისახელოს“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები