ანგელა მერკელი ჟურნალ The Times-ის ვერსიით, „წლის ადამიანი“ გახდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ჟურნალ The Times-ის ვერსიით, ევროპული უსაფრთხოების განმტკიცებაში წვლილის შეტანისთვის „წლის ადამიანი“ გახდა.
ბრიტანულმა გამოცემამ ასევე დასავლეთსა და რუსეთს შორის დიალოგის წარმართვაში კანცლერის დიდ როლზე გაამახვილა ყურადღება.
„მერკელი  გამოჩენილი ევროპელი პოლიტიკოსია და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი მსოფლიოში“, – აღნიშნულია ჟურნალში.
The Times-ის განცხადებით, „იმ წელს, როდესაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები პიკამდე დაიძაბა, „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე საშიში გეოპოლიტიკური კრიზისის მომენტში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მან შეუცვლელი შუამავლის როლი ითამაშა“.
ანგელა მერკელი გერმანიის ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკიდან ერთ-ერთი მათგანია, ვინც ქვეყანაში პოლიტიკური კარიერის აწყობა საკმაოდ სწრაფად შეძლო. 1991 წელს ანგელა მერკელი კანცლერ ჰელმუტ კოლის მხარდაჭერით მთავრობის შემადგენლობაში ქალთა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის სახით შევიდა. ამ პოსტზე მერკელი 1994 წლამდე მუშაობდა. 2005 წლის 22 ნოემბერს ბუნდესტაგმა ანგელა მერკელი გერმანიის ფედერალური სახელმწიფოს ფედერალურ კანცლერად აირჩია. ანგელა მერკელი ისტორიაში გერმანიის პირველი ქალი კანცლერი გახდა. ის ასევე ყველაზე ახალგაზრდა კანცლერი იყო.
ცნობისთვის, 2014 წელს მერკელმა ჟურნალ Forbes-ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგში მერვედ პირველი ადგილი დაიკავა.

10884754_891665934206979_2091655139_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები