„მიხეილ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების მხრიდან ადგილი აქვს ჯარისკაცებისადმი მტრულ, მოღალატეობრივ საუბრებს“

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების მხრიდან ადგილი აქვს ჯარისკაცებისადმი პირდაპირ მოწოდებებს, რომ დათმონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და მონაწილეობა მიიღონ უკრაინის საომარ მოქმედებებში.
მისივე თქმით, განცხადება თავად თავდაცვის სამინისტროს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ თუ მინისტრის ან პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთდებოდა, უჩვეულო არაფერი იქნებოდა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ქართული სახელწიფო უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისგან გამიჯნულია და უკრაინისადმი დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება.
“არავითარ სამხედრო დახმარებაზე საუბარი არ არის და, რა თქმა უნდა, ვართ გამიჯნული. რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ ქართველ ჯარისკაცებს, მიდიოდა პირადი მოლაპარაკებები, რომ დათმონ მათ საქართველოს მოქალაქეობა, დათმონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და წავიდნენ უკრაინაში, რადგან იქ მაღალი ანაზღაურება ექნებათ, ეს არის პირდაპირი ღალატი და მოწოდება ღალატისაკენ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამას ჰქონდა ადგილი. თავდაცვის სამინისტროს განცხადება თქვენ – ყველას ძალიან გაგიკვირდათ და მე ვთქვი, რომ აღნიშნული განცხადება სამინისტროს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ პოლიტიკოსი თუ გააკეთებდა ამ განცხადებას, იქ არაფერი უჩვეულო არ ეწერა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები