კოლუმბიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილო კოლუმბიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. სამგზავრო თვითმფრინავი მცირე ზომის იყო, მასში იმყოფებოდა 6 მგზავრი და ერთი პილოტი. უბედური შემთხვევის მიზეზი საწვავის გაჟონვა გახდა.
”თვითმფრინავის პილოტს უნდა გადმოეცა ინფორმაცია ფორსმაჟორული მდგომარეობის შესახებ, ჩვენ აუცილებლად მივიღებდით ზომებს და თვთმფრინავის დანიშნულების ადგილს შევამცირებდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეკიპაჟმა მხოლოდ ბოლო წუთებში გააცნობიერა საქმის სირთულე. მაშინ მათი დახმარება უკვე შეუძლებელი იყო”, – განაცხადა კოლუმბიელმა დეპუტატმა კლაუდია ტოლედომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები