ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის სამინისტროს განცხადება ჩემთან შეთანხმებული რომ ყოფილიყო, ჩემს თავზე ავიღებდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება მასთან შეთანხმებული არ იყო. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ეს რომ ყოფილიყო შეთანხმებული, მე მგონი არ გახსენდებათ არც ერთი მაგალითი, მე გამოვსულიყავი და უსამართლოდ ვინმესთვის რამე გადამებრალებინა. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. თუ ეს განცხადება იქნებოდა შეთანხმებული ჩემთან, გამოვიდოდი და ჩემს თავზე ავიღებდი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა განმარტა, მინისტრები ხშირად აკეთებენ განცხადებებს და მას არ აქვს იმის დრო, სამინისტროს ყველა განცხადება მასთან შეთანხმდეს.
“მინისტრები იმიტომ არიან მინისტრები, რომ ისინი მართავენ სამინისტროებს. თუ რაიმე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული, სტრატეგიული არის, ამ შემთხვევაში შეიძლება შეთანხმდეს. სამინისტროებს აქვთ დელეგირება და ისინი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებენ. ერთ მაგალითს ვერ დამისახელებთ, რომ ვინმესთვის რაიმე გადამებრალებინოს. ეს არ არის ჩემი სტილი, მე ასე არ მიცხოვრია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები