„წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ დავკარგეთ ახალი ტერიტორიები“

წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ახალი ტერიტორიები, ასზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება პასუხისმგებელია იმ საშინელებაზე, რაც დატრიალდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
“თუ თქვენ ოპონენტებში “ნაციონალურ მოძრაობას” გულისხმობთ, რომელთა გაუაზრებელმა პოლიტიკამ განაპიროება ის, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რა თქმა უნდა, მე მათ კრიტიკას ვერ მივიღებ და არ მივიღებ. ისინი არიან პასუხისმგებლები იმ საშინელებაზე, რაც დატრიალდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სწორედ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ახალი ტერიტორიები, ასზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები