პრემიერმა მეუღლესთან და შვილებთან ერთად საახალწლო ქალაქის დათვალიერა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ერეკლეს ქუჩაზე ნაძვის ხეების გამოფენა დაათვალიერა.
პრემიერმა ოჯახთან ერთად რიყის პარკის ტერიტორიაზეც გაისეირნა, საბავშვო გასართობ ადგილებთან გაჩერდა და საშობაო ბაზრობა დაათვალიერა. ბავშვების განსაკუთრებული მოწონება რიყეზე მდგარმა თოვლის ბაბუამ და პონების მინი ზოოპარკმა დაიმსახურა.
„თბილისის მერთან ერთად დავათვალიერე მიმდინარე სამუშაოები. როგორც ნახეთ, ძალიან კარგი იდეებია განხორციელებული და ყველა კარგ განწყობაზეა. მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო დამდეგი ახალი წელი, ვუსურვო ბედნიერება, სიხარული, მშვიდობა და კეთილდღეობა ყველა ოჯახს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისში, რიყეზე საახალწლო ღონისძიებები დაიწყო, რომლებიც 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.