აფხაზეთში რუსი სამხედროებისთვის 19 საცხოვრებელი კორპუსი შენდება

აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში მალე რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა დასრულდება. როგორც რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ოლქის სამხედრო ძალების პრესსამსახურში განაცხადეს, ივნისის ბოლომდე 19 ორსართულიანი სახლი მზად იქნება. საერთო ჯამში, სამხედროებს 300 ბინა გადაეცემათ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შენობები 9-ბალიან მიწისძვრას გაუძლებს. კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სამხედროებს საჭირო ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით გადაეცემათ. ყველა სახლში დამონტაჟდება თანამგზავრული ტელევიზია, სატელეფონო ხაზებითა და ინტერნეტით. საცხოვრებელთან სპორტული და საბავშვო სკვერები, ასევე კორტები და სტადიონი მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები