დავით სერგეენკო თურქეთის ელჩს შეხვდა

   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თურქეთის ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუსა და მის მოადგილეს აიდინ აჩიქელს შეხვდა. შეხვედრა, რომელმაც საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, გაცნობითი ხასიათის იყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შრომის ბაზარსა და სოციალურ საკითხებს შეეხო. დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების შექმნის საკითხია და ამ მხრივ თურქი კოლეგების გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება. მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები