“გილოცავთ შობას, რადიკალო მემარცხენე ნაძირლებო” – ტრამპი საშობაო მილოცვას ავრცელებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საშობაო მილოცვის გზავნილში თავისი პოლიტიკური ოპონენტები გააკრიტიკა და მათ „რადიკალი მემარცხენე ნაძირლები“ უწოდა.
ტრამპმა მიმართვა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა ამერიკელებს შობა მიულოცა, თუმცა ტექსტში პოლიტიკური შეფასებებიც შეიტანა.
“გილოცავთ შობას ყველას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირლებსაც, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის დასანგრევად, თუმცა ამას ვერ ახერხებენ”,- დაწერა ქვეყნის ლიდერმა.
მიმართვის სხვა ნაწილში პრეზიდენტმა თავისი ადმინისტრაციის პოლიტიკა შეაქო და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ქვეყანაში გაუმჯობესებულია ეკონომიკური მაჩვენებლები, გაძლიერებულია უსაფრთხოება და გამკაცრებულია საიმიგრაციო პოლიტიკა.
„ინფლაცია არ იყო და გუშინ მშპ 4.3%-ით გაიზარდა, რაც მოსალოდნელზე ორი პუნქტით მეტია. ტარიფებმა ტრილიონობით დოლარის ზრდა და კეთილდღეობა მოგვცა და ყველაზე ძლიერი ეროვნული უსაფრთხოება, რაც კი ოდესმე გვქონია. ისევ პატივს გვცემენ, შესაძლოა ისე, როგორც არასდროს. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!!!“ – დაასკვნა მან.
როგორც უცზოური მედუა წერს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ტრამპის ქვეყნის სათავეში დაბრუნების შემდეგ, მისი რიტორიკა „რადიკალი მემარცხენეების“ წინააღმდეგ გაძლიერდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მათ შორის მთავრობის დახურვის მუქარით, მედიის წინააღმდეგ სარჩელებით და პოლიტიკური ძალადობის ინციდენტებით.