ანდრი ჟოლდაკის ლექცია გაიმართება

დღეს, 16:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მცირე დარბაზში ცნობილი უკრაინელი რეჟისორისა და თეატრის მკვლევარის, ანდრი ჟოლდაკის ლექცია გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 13 ნოემბერს, ფესტივალზე „საჩუქარი“ წარმოდგენილი იყო ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლი – „მადამ ბოვარი“, რომელსაც  კრიტიკოსების, თეატრის მოღვაწეებისა და მაყურებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები