„გეოეარი“ ფილმის საჯარო ჩვენებას გამართავს
დღეს, 16:00 საათზე, ვარდების რევოლუციის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში „გეოეარი“ ფილმის საჯარო ჩვენებას გამართავს. ფილმი შექმნილია ვორქშოპ „ყოველდღიურობის რითმი: თბილისელი მიგრანტების ისტორიების“ შედეგად, რომელიც განხორციელდა “გეოეარისა” და დოქტორ რიჩარდ ბაქსტრომის მიერ.
ფილმის ავტორები არიან: თინათინ ხომერიკი, ნატალია მოსაშვილი, მაკა ჩხაიძე, მარიამ კაპანაძე, თეო ბიჩინაშვილი, თეო ბურკი.
რიჩარდ ბაქსტრომის რეზიდენცია “გეოეარში” და პროექტი დაფინანსებულია CEC ArtsLink-ის მიერ, Global Art Lab პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს Kettering Family Foundation.
პროექტი განხორციელდა „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიების“ ფარგლებში და მხარდაჭერილია პრინც კლაუსის ფონდის მიერ.