ლადო სადღობელაშვილი: “რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციაში გადავიდა

„რესპუბლიკური პარტია“ ფაქტობრივად ოპოზიციაში გადავიდა, – ამის შესახებ „თავისუფალი თაობის” ერთ-ერთი ლიდერი  ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, დავით ბერძენიშვილის დღევანდელი განცხადებები გიგა ბოკერიას განცხადებების კოპირება იყო.
„ჩვენი პროგნოზი ახდა. „რესპუბლიკური პარტია“ ფაქტობრივად ოპოზიციაში გადავიდა! დავით ბერძენიშვილის დღევანდელი განცხადებები სრული კოპირება იყო გიგა ბოკერიას განცხადებებისა.
ფაქტობრივად ბოკერია – ბერძენიშვილის ტანდემი სრულ უნისონში მოქმედებს და ერთობლივად იბრძვის საერთო იდეის განსახორციელებლად. უკვე კომიკური და მარაზმის სახე მიიღო იმ ფაქტმა, რომ „რესპუბლიკელები“ ხელისუფლებიდან ებრძვიან ხელისუფლებას. ბერძენიშვილის განცხადებები ბევრად რადიკალურია, ვიდრე მაგალითად, ბაქრაძის ან გიგი წერეთლის.
სამწუხაროდ, სრულ აბსურდამდე მივდივართ, რომელ აბსურდსაც დროზე შეჩერება სჭირდება. ხელისუფლებაში მყოფი ხელისუფლების რადიკალური ოპოზიცია სრული აბსურდია, ამიტომ მოვუწოდებთ „რესპუბლიკელებს“, რომ შეწყვიტონ ეს სპექტაკლი და ღიად განაცხადონ „ნაცების“ და მათი საერთო მიზნების შესახებ“, – წერს ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები