“ახლა, როგორც ჩანს, “მაესტრო” წაიღეს და რამე არ შეგვიძლია გავაკეთოთ?! მერე რა, რომ კერძოა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია “მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მას “მაესტროს” გადარჩენისთვის ბრძოლა უნდა.
‘’ თავის დროზე ასე დავთმეთ “რუსთავი 2”, მაყურებელმა, გულშემატკივარმა, მისთვის მებრძოლებმა. მერე “იმედი”. ახლა, როგორც ჩანს, “მაესტრო” წაიღეს და რამე არ შეგვიძლია გავაკეთოთ?! მერე რა, რომ კერძოა. ტელევიზიაა, კონსერვებს კი არ უშვებს. საჯარო სივრცეა, ჩვენი, ყველასია, მე ადრე დავწერე, “მაესტრო” ჩემი ტელევიზაა-მეთქი და ახლაც ასე მგონია და მისი გადარჩენისთვის ბრძოლა მინდა. ოღონდ სიმართლე უნდა ვიცოდეთ და “მაესტროს” ერთგული მაყურებელი ამ სიმართლეს იმსახურებს. ამიტომ ისე ნუ გაატარებთ, განცხადება დავწერე და წავედიო, მოგვიყევით სიმართლე”, – წერს ხიდაშელი.
შეგხსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია დატოვა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ”მაესტროზე” სრული რეორგანიზაცია გამოცხადდა და არხი დატოვეს სხვა თანამშრომლებმაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები