უკრაინაში „გაის“ რეფორმა ქართული სცენარით 2015 წელს დაიწყება

2015 წელს უკრაინაში „გაის“ რეფორმა ქართული სცენარით დაიწყება. ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.
„მომავალ წელს დაგეგმილია ელექტრონული სისტემის დანერგვა, რომელიც ინსპექტორის მუშაობას ჩაანაცვლებს. იგივე იქნება, რაც საქართველოში და ევროპის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. ამისთვის მე, როგორც საკანონმდებლო მუშაობის კომიტეტის მდივანი, ვამზადებ კანონპროექტებს, რომლებიც მომავალში დაჯარიმების საშუალებას ვიდეოჩანაწერის საფუძველზე მოგვცემს. მოდით, რადარები ავიღოთ, იქნება ასე – წითელზე გაიარე და 30 წამში ტელეფონით სმს-ი მოგივათ იმის შესახებ, რომ გარკვეულ გზაჯვარედინზე მოძრაობის წესები დაარღვიეთ, გადადით ამა და ამ ბმულზე და ნახეთ, თუ როგორ დაარღვიეთ“, – განაცხადა გერაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები