კოღო 80 000-ჯერ მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ზვიგენი

რობერტ კალეანო მონაკოს პრინც ალბერტ I-ის ფონდის ოკეანოგრაფული ინსტიტუტის დირექტორია, ეს ორგანიზაცია ზვიგენებს იცავს, რომლებიც ძალიან ხშირად ადამიანების მტაცებლებად მოიაზრებიან. მეცნიერებმა ახლახანს გამოაქვეყნეს ნაწარმოები „ზვიგენები“…
რატომ ავირჩიოთ პოზიცია ზვიგენების სასარგებლოდ?
ჩვენ ვცდილობთ, შევცვალოთ ფართო საზოგადოების წარმოდგენა, წარმოვაჩინოთ გაუგებრობა მათ შესახებ. ეს დიდი მტაცებლები არც ისეთი ბოროტები არიან ოკეანის სიღრმეებში. ისინი წელიწადში ათამდე ადამიანის სიკვდილზე არიან პასუხისმგებელნი. კოღოები კი, 80 000-ჯერ მეტ სიკვდილიანობას იწვევენ. ციფრები ზვიგენების შესახებ სანდოა: დღეს მონაცემთა არაერთი ბანკი არსებობს მსოფლიოში, რომლებიც აღრიცხავენ ადამიანებზე განხორციელებულ ყოველ თავდასხმას.
ადამიანი, სამაგიეროდ, ათობით მილიონ ზვიგენს იჭერს წელიწადში. ისინი ვერ ეგუებიან ასეთ მტაცებლობას, ისინი იღუპებიან. მრავალი სახეობა დღეს განადგურების, ან ლოკალურად გადაშენების პირას არის.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: Le moustique tue 80 000 fois plus que le requin

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები