შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა (ვიდეო)


   შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, რუსთავში მცხოვრები ფიზული დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული წითელი ხიდის სასაზღვრო – გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას და მიმალვას ცდილობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ფიზული დ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vsJM8qpJF3o&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები