შს მინისტრის მოადგილე უკანონოდ დაკავებულების ოჯახებს ესტუმრა

  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორ შალვა ენუქიძესთან ერთად, სოფელ წითელუბანსა და კირბალში, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ვასილ ხიდაშელის და ალექსანდრე შიუკაშვილის ოჯახებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე შიუკაშვილის ოთხი მცირეწლოვანი შვილიც მოინახულა და ოჯახის წევრებს ტკბილეული, პროდუქტი გადასცა და ბედნიერი დამდეგი ახალი წელი უსურვა.
ვასილ ხიდაშელი და ალექსანდრე შიუკაშვილი 20 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცხელი ხაზის საშუალებით გადაეცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არჩილ თალაკვაძემ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების ოჯახებს განუცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პირადად მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აღნიშნული საკითხის მოგვარებაში აქტიურად არიან ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები