რუსეთის და დე ფაქტო აფხაზეთის დელეგაციებმა „სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაციის საკითხები განიხილეს

 მოსკოვში დე ფაქტო აფხაზეთის და რუსეთის დელეგაციების წარმომადგენლებმა საზღვრის დელიმიტაციის საკითხი განიხილეს.
შეხვედრას რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის საზღვაო სივრცეების გაყოფის და „სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაციის საკითხზე მომუშავე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვადიმ პოსტნოვი და „სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაციის და საზღვაო სივრცეების გაყოფის საკითხებზე მომუშავე დე ფაქტო აფხაზეთის კომისიის თავმჯდომარე ვალერი კვარჩია ესწრებოდნენ.
„შეხვედრაზე, რომელიც კონსტრუქტიული დიალოგის ფორმით ჩატარდა, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგი განვიხილეთ. მოლაპარაკებების ვადები დამატებითად დაზუსტდება“, – აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენეთ, რომ რუსეთის განცხადებით, დე ფაქტო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არსებულ რეალობას ასახავს და გადახედვას არ ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები