აქციის მონაწილეები მერაბიშვილის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ

  საქართველოს საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს, რომელსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მართავს. აქციის მონაწილეები ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.
შეგახსენებთ, დღევანდელი სასამართლო პროცესი ბრალდების დასკვნითი სიტყვით განახლდება, ორი დღის შემდეგ დასკვნით სიტყვას თავად დავის მხარე იტყვის. შემდეგ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გავიდეს. გამოძიება შსს ყოფილ მინისტრს 26 მაისის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. დანაშაული 5 დან 8 წალამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები