ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკების შედეგად ორი ტაჯიკი მესაზღვრე დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, ტაჯიკეთის სასაზღვრო ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ორი შეიარაღებული პირი მოკლეს, რომლებიც ავღანეთის მხრიდან ტაჯიკეთის ტერიტორიის მიმართულებით ისროდნენ.
შეტაკება ბადახშანის პროვინციის შაჰრ-ე-ბუზურგის რაიონსა და ტახარის პროვინციის ჩაჰ აბის რაიონს შორის საზღვარზე მოხდა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.