მერაბიშვილის პროცესზე პროკურატურის დასკვნით სიტყვას მოისმენენ

  თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე დღეს მხარეები პროკურატურის დასკვნით სიტყვას მოუსმენენ. სასამართლო განხილვის მიმდინარეობას ბრალდების მხარე შეაჯამებს. მომდევნო სხდომაზე დაცვის მხარე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს, მოსამართლემ კი განაჩენი 28 თებერვლამდე უნდა გამოიტანოს. უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას თავად ვანო მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები