საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა კონფერენცია დღეს გაიხსნება

  საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია დღეს გაიხსნება. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მეთ გოქული გახსნიან. კონფერენციას 15 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენციის თემაა – ”დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ეფექტური კომუნიკაციები”. საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა კონფერენცია ორდღიანია. ღონისძიება დღეს, 13:30 საათზე, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გახსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები