რუსეთში „მრგვალი მაგიდა“: „აფხაზეთის განვითარების ახალი პერსპექტივები“ გაიმართა
რუსეთის ფედერაციაში, დე ფაქტო აფხაზეთის „საელჩოში“ „მრგვალი მაგიდა“ თემაზე – „აფხაზეთის განვითარების ახალი პერსპექტივები“ გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა 24 ნოემბერს აფხაზეთსა და რუსეთს შორის მეკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების გაგრძელებაა. „მრგვალი მაგიდის“ მსვლელობისას სიტყვით დე ფაქტო აფხაზეთის „ელჩი“ რუსეთის ფედერაციაში იგორ ახბა გამოვიდა. ახბამ ხელმოწერილი შეთანხმების პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობა აღნიშნა. „შეთანხმება აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების გაძლიერებისკენ და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლებისკენაა მიმართული“, – განაცხადა ახბამ.
„მრგვალი მაგიდის“ მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმება – ფუნდამენტია, რომელზეც ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები აშენდება, განვითარდება და გაღრმავდება.