შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი კ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა გიორგი კ. ოზურგეთში გრიბოედოვის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის გაქურდვას ცდილობდა. გამოძიებამ დაადგინა, მან რომ ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის ბოქლომი დააზიანა, შიგნით შეაღწია და მოქალაქის კუთვნილ ნივთებს მართლსაწინააღმდეგო გზით დაეუფლა.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მოპარული ბიჟუტერია და მობილური ტელეფონი ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=LNH4a2ov8T0″ width=”560″ height=”315″]