ნუ შენიღბავ ძალადობას! – სამი სოციალური რგოლი და ერთი იდეა (ვიდეო)

შსს-ს კონკურსი „არა ძალადობას“ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აქტიურად განიხილება. სტუდენტების სამმა ჯგუფმა (ლექტორი თ. ბელქანია) სამი სხვადასხვა სიუჟეტი წარადგინა. სამივე რგოლი ერთმანეთისგან განსხვავებულია და უნდა აღინიშნოს, რომ სცენარი, გადაღება და მონტაჟი მთლიანად სტუდენტების შემოქმედებაა. პირველი სოციალური რგოლი, რომელიც სტუდენტებმა მოამზადეს, არის: „სოლიდარობა დაგვიცავს ჩვენ“ და გადმოგვცემს, თუ რამდენად გულგრილია ადამიანი ძალადობისადმი მანამ, სანამ თავად არ აღმოჩნდება ძალადობის მსხვერპლი. შემდეგი ორი სიუჟეტი, რომელიც ერთ კვირაში მომზადდა, არის: „ნუ შენიღბავ ძალადობას“ და „გაერთიანდი ძალადობის წინააღმდეგ“.

ლექტორი თამარ ბელქანია ამბობს, რომ აუცილებელია მედიასკოლებს მიეცეთ საშუალება, მოკლე ფილმებით მონაწილეობა მიიღონ აქციაში: „არა ძალადობას“, რაც ხელს შეუწყობს მედიასკოლების განვითარებას, წახალისებას და სამოქალაქო პოზიციის მედიით დაფიქსირებას. ნიჭიერი სტუდენტები არიან და ვთვლი, რომ კონკურსში გამარჯვების დიდი შანსი აქვთ. ასევე მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ მხარდაჭერისთვის, რადგან ერთ-ერთი კლიპის ფრაგმენტი სწორედ მათი პრესკლუბის სტუდიაში მომზადდა.

„ჩვენი კლიპი უფრო მოწოდებაა, არ დავრჩეთ ძალადობასთან პირისპირ. საჭიროა დიალოგი, პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი. ამორძალებივით მხოლოდ ქალები ვართ ჯგუფში და ყველა ქალს მოვუწოდებთ, ერთმანეთის გვერდით დავდგეთ ძალადობასთან ბრძოლაში. საინტერესო იყო მუშაობის პროცესი“, – ამბობს სტუდენტი თამუნა გეგიძე.

სტუდენტ სოფო ქოზაშვილს კი მიაჩნია, რომ სოციალურ სატელევიზიო სიუჟეტზე მუშაობის პროცესი საინტერესო იყო.

„თავი სრულფასოვან ჟურნალისტად და ქვეყნის მოქალაქედ ვიგრძენი. ვისაც სტკივა ეს პრობლემა, მას შეუძლია ამის შესახებ სატელევიზიო ფორმატში თქვას სათქმელი. ეს პატარა ფილმივითაა, სადაც ადამიანები იმდენად მალავენ სათქმელს, რომ დუმილი უკვე დანაშაულია, მოჩვენებითობაა, დიდი დოზით საზოგადო მაკიაჟია. მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით“, – აცხადებს სოფო ქოზაშვილი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vtVUbTbm8ps&feature=share” width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vT5gJZ_O-do” width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=UUD2cU2zLlw” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები