ევროკავშირის სასამართლო: „ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ პალესტინის მოძრაობა „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა.”
მოსამართლეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გადაწყვეტილება არა მოძრაობის ქმედებების ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრესაში და ინტერნეტში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან მოპოვებული მონაცემების ინტერპრეტაციის თანახმად იყო მიღებული. სასამართლოს დადგენილებით, მისი ვერდიქტი ტექნიკური ხასიათისაა და არ არის „ჰამასის“ კლასიფიკაციის, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის, გადაფასება. გარდა ამისა, დადგენილებაში ნათქვამია, რომ დაჯგუფების დაფინანსების აკრძალვა ჯერჯერობით ძალაში რჩება.
ცნობისთვის, „ჰამასის“ წესდება ისრაელის განადგურების მოწოდებას შეიცავს. ზაფხულში მისი შეიარაღებული ფორმირებები ღაზას სექტორში ისრაელის არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდნენ.
ისრაელი, აშშ და რამდენიმე სხვა ქვეყანა აცხადებს, რომ „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რადგან მოძრაობა ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს არ აცხადებს. მოძრაობა, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა, 2006 წელს პალესტინის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ღაზას სექტორში საკუთარი პოზიციები გაამყარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები