ჯეკი ჩანის მონაწილეობით ფილმის გადაღებისას ჰონგ-კონგში კინოოპერატორი წყალში დაიხრჩო

ჰონგ-კონგში ფილმის გადაღებას კინოოპერატორის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩან კვოკ-ჰუნგი ჯეკი ჩანი „ბოევიკის“ გადაღებისას წყალში დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.
51 წლის ოპერატორი რენი ჰარლინის ფილმის „ნაკვალევით“ ეპიზოდს იღებდა, როდესაც გემილანტაუს კუნძულის მახლობლად გადაბრუნდა. გემზე, კინოოპერატორის გარდა, გადამღები ჯგუფის კიდევ 7 წევრი იმყოფებოდა. თავად ჯეკი ჩანი  იმ დროს გემზე არ აღმოჩნდა.
გადამღები ჯგუფის დანარჩენი წევრები გადარჩნენ. მათ სანაპირომდე წარმატებულად მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები