ევროპის ენერგობლოკადა: 1 იანვრიდან რუსეთი გაზის და ნავთობის საფასურს მხოლოდ რუბლით მიიღებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ენერგორესურსები უცხოურ ვალუტაზე აღარ გაიყიდება.
2015 წლის 1 იანვრიდან ევროპაში რუსეთის ენერგორესურსების მიწოდებისას გადახდა ევროპული სახელმწიფოების მიერ მხოლოდ რუსული რუბლით უნდა მოხდეს. ამის შესახებ maxpark.com-ი იუწყება.
სააგენტოს ცნობით, პირველ რიგში, ეს ცვლილება იმ ქვეყნებს შეეხებათ, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არანაირი სანქციები არ დაუწესებიათ, გადახდისა და მიწოდების პირობები შეიძლება ინდივიდუალური იყოს , – აცხადებს წყარო რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები