„ნორდ-ოსტის“ საქმე უეცარი დაკავების გამო აღადგინეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დუბროვკაზე, თეატრალურ ცენტრზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმე აღადგინა. ეს ტერაქტის ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორის, ჩეჩნეთის მკვიდრის, 41 წლის ჰასან ზაკაევის დაკავების გამო მოხდა.
საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ მარკინის თქმით, ეჭვმიტანილი, რომელიც შამილ ბასაევის დაჯგუფების წევრი იყო, ყალბი დოკუმენტებით უკრაინის ტერიტორიიდან ყირიმში შესვლის მცდელობისას დააკავეს.
ზაკაევს ბრალი 6 მუხლით წაეყენა – „დანაშაულებრივ საზოგადოებაში მონაწილეობა“, „ტერაქტის მომზადება“, „ტყვეების აყვანის ხელის შეწყობა“, „2 და მეტი პირის მკვლელობის მცდელობა“, „იარაღის უკანონო შენახვა“ და „სხვისი ქონების განზრახ განადგურება“.
შეგახსენებთ, რომ თეატრალურ ცენტრს 2002 წლის 23 ოქტომბერს დაესხნენ თავს, სადაც იმ დროს მიუზიკლი „ნორდ-ოსტი“ მიმდინარეობდა. ტერორისტებმა ტყვედ 900 ადამიანი აიყვანეს. შტურმის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები