რუსეთის საგარეო უწყება: ნატომ რუსეთთან ურთიერთობა გაწყვიტა

ნატომ რუსეთთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, – წერს „იტარ-ტასი“.
ლავროვმა ეს განცხადება ტელეკომპანია France 24-ის კორესპონდენტის შეკითხვაზე: „აპირებს თუ არა რუსეთი ნატოსთან ურთიერთობის გაწყვეტას?“ – პასუხის დროს გააკეთა. ლავროვის თქმით, ნატომ ეს უკვე თავად გააკეთა. „მათ რუსეთთან პრაქტიკულად ყველა კავშირი გაწყვიტეს. გაყინულ მდგომარეობაში დატოვეს კავშირი: რუსეთი-ნატო, თუმცა პრაქტიკული ურთიერთქმედების ყველა მექანიზმი გაწყვიტეს, მათ შორის ავღანეთის თემაზე მუშაობის, ტერორიზმთან ბრძოლის და სხვა პროექტების კუთხით. მათ ყველაფერი გაყინეს, თუმცა ამის ფონზე ჩუმად შემოგვთავაზეს ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტების სწავლების გაგრძელება, მაგრამ არა რუსეთი-ნატოს თანამშრომლობის ფორმატში. სხვა სიტყვებით, მათ რეალური მუშაობის გაგრძელება, საჯაროდ კი იმის თქმა უნდოდათ, რომ რუსეთის მიმართ ისეთ მკაცრ პოზიციას იკავებენ, რომ ყველა კავშირს წყვეტენ“, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები