ევროკავშირის წარმომადგენლობა სააკაშვილის დასწრებაზე ინფორმაციას არ ფლობს – ხიდაშელი

 

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სტრასბურგში გამგზავრებას თინა ხიდაშელი ეხმაურება.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პრეზიდენტი ამ სხდომას შესაბამისი სტატუსით ესწრება.
ხიდაშელი ასევე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასწრების საკითხსაც გამოეხმაურა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, მან არ იცის მიხეილ სააკაშვილი რა სტატუსით არის მიწვეული. „სტრასბურგში წავიდა დღეს პრეზიდენტი. როგორც წავიდა ქვეყნის პრეზიდენტი შესაბამისი სტატუსით, ფუნქციით ესწრება ამ სხდომას. რაც შეეხება სააკაშვილს, მე არ ვიცი სააკაშვილი იქ რა სტატუსით არის, ამიტომ ამ წუთებში გავრცელდა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელიც ასევე ამბობს რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან რა სტატუსით არის“, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები