კრემლმა რუბლის განადგურებაში დამნაშავეები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი სავალუტო ბაზარზე შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. პესკოვი თვლის, რომ რუბლის განადგურებაში დამნაშავეები ძირითადად სპეკულიანტები არიან.
პუტინის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში სახელმწიფოს მეთაური ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის სპეციალურ შეხვედრას ან შეკრებას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, რუბლთან მიმართებაში დოლარის და ევროს კურსი ზედიზედ შვიდი დღეა იზრდება. რუბლის დაცემის შესაჩერებლად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გარკვეული ღონისძიებები გაატარა, რის შემდეგაც დღევანდელი ვაჭრობის დაწყებისას კურსი დოლართან და ევროსთან გაცვლასთან მიმართებაში 6 რუბლით გამყარდა, მაგრამ შემდეგ ისევ დაეცა. საღამოს უცხოურ ვალუტებთან რუსული რუბლის გაცვლითმა კურსმა ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა – ევროს გაცვლითმა კურსმა 100 რუბლს, ხოლო დოლარის კურსმა 80 რუბლს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები