17 დეკემბერი
09:30
NEW
„რედისონში“ ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ავსტრიული კომპანია „RP Global“ და კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ „მესტიაჭალაჰესის“ მშენებლობის მიზნით მემორანდუმს გააფორმებენ. საკონტაქტო პირი: ირაკლი გაფრინდაშვილი 599 56 18 47
10:30
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიგა ბუკია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 2015 წლის ბიუჯეტი; დავით ონოფრიშვილის გადაყენების საკითხი; რატომ ვერ მიიღებს საქართველოს აშშ-ს მთავარი მოკავშირეობის სტატუსს? მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში სამედიცინო სერვისების შენარჩუნების მიზნით, მაძიებელთა დიპლომის შემდგომი განათლების დაფინანსების პროგრამასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
11:00
NEW
ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, 2015 წლის განმავლობაში ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
11:00
NEW
საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საზოგადოებას სამინისტროს ორი წლის მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.
11:00
NEW
„კვირას“ პრესკლუბში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
“ტიფლის პალასში” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 2014 წლის მუშაობას შეაჯამებს.
12:00
NEW
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველო“ წარმომადგენლები, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ქუთაისელ უფროსკლასელებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ უმაღლესი განათლების პროექტს გააცნობენ. ადგილი: ქუთაისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი მისამართი: თამარ მეფის 59
14:00
NEW
„კვირას“ პრესკლუბში საქველმოქმედო ფონდის „ჩემი სახლი“ თავმჯდომარე ნინელი ჭანკვეტაძე; შვეიცარიაში ქართველთა თანადგომის საზოგადოების თავმჯდომარე ქეთი კრესბერ-წიქორიძე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა და მოზარდთა დახმარების ფონდ “აურეს-ის“ თავმჯდომარე ეკატერინე თორთლაძე პრესკონფერენციას გამართავენ.