რომან გოცირიძე: რუსეთის მთელი ეკონომიკა ერთ ჯიბეში ჩაეტია!

„რუსეთის მთელი ეკონომიკა ერთ ჯიბეში ჩაეტია!“ – ასე ეხმაურება რუსეთის რუბლის დაცემის ფაქტს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, რუსეთის ეროვნული ვალიტა უფსკრულისკენ მიემართება.
„რუსეთის მთელი ეკონომიკა ერთ ჯიბეში ჩაეტია! საცოდაობა ტრიალებს რუსეთში. ვალუტა ხომ მიექანება უფსკრულში. გუშინ საფონდო ბაზარი ( RTC-ინდექსი) 10 პროცენტით დაეცა, დღეს კიდევ – თერთმეტით. ეს არაა მთავარი. მთავარი და კომიკურად დამამცირებელი ის არის, რომ ბირჟაზე მოვაჭრე ყველა რუსული კომპანიის ღირებულება, თავისი „გაზპრომით“, „როსნეფტით“, ბანკებით და არაბანკებით ერთად აღებული, ბლუმბერგის გაანგარიშებით, გუშინ გახდა იმაზე ნაკლები (384 მილიარდი $), ვიდრე მხოლოდ ერთი ამერიკული კომპანია „მაიკროსოფტი“ ღირს (386 მილიარდი $). ამ ციფრში არ შედის დღევანდელი ვარდნა. სულ მალე კიდევ სამი კომპანია გაასწრებს, მათ შორის „გუგლიც“.
მანამდე, ნოემბრის შუა რიცხვებში პირველმა Apple-მა გადაასწრო (643მილიარდი$) კაპიტალიზაციაში რუსულ ბაზარს. ასეა! რუსეთის მთელ ეკონომიკას ჯიბით დავატარებთ“, – წერს ფეიბუქის საკუთარ გვერდზე რომან გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები