რუსეთში ბანკები ვალუტის გაცვლას მასობრივად აჩერებენ

 

   რუსეთში ბანკები სხვადასხვა ფორმით ვალუტის გაცვლას აჩერებენ. რუსული მედია ბანკების ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს, რომ გაცვლითი პროცესის შეჩერება, პირველ რიგში, კლიენტების ინტერესების გათვალისწინებით ხდება.
„ევრო 100 რუბლი არ უნდა ღირდეს. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, მაგრამ ჯერჯერობით ველოდებით, რომ არასტაბილური კურსი, როგორც მინიმუმ, კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება“, – განაცხადა ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, დღის პირველ ნახევარში უმსხვილესმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვას შორის ცდომილების დერეფანი გააფართოვეს. ზოგადად, ეს ცდომილება 50 კაპიკიდან 10-15 რუბლამდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები