სოფელ ძირკოკში ადგილობრივებმა მგელი მოკლეს
გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში ადგილობრივებმა მგელი მოკლეს. სოფლის მცხოვრებლების განცხადებით, ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, რადგან მტაცებელი სოფელში არაერთხელ გამოჩენილა. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ მტაცებელი თავს საკუთარ სახლებშიც დაესხათ.
„ერთი თვის წინ მგელმა სახედარი შემიჭამა. არავინ არის ჩვენი პატრონი, ან ტყვია-წამალი მოგვცეს, ან მტაცებლისგან თვითონ დაგვიცვან. ერთხელ და სამუდამოდ ხომ შეიძლება ვინმემ მოგვხედოს“, – აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი რამაზ სიდონაშვილი.
სოფელ ძირკოკის მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.